9თებერვალს შედგა მორიგი შეხვედრა
პროექტის ფარგლებში. "იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი" მნიშვნელოვანი აქტივობაა
მოსწავლეებისთვის,რადგან ხელს უწყობს წიგნის კითხვისადმი ინტერესის
გაღვივებას,ისტორიული მეხსიერების გააქტიურებას და რაც მთავარია წიგნიერების დონის
ამაღლებას.
ამჯერად პრეზენტაცია წილად ხვდა ილია გოგიას.მან ისაუბრა დავით
აღმაშენებლის როგორც მეფის განუსაზღვრელ როლზე საქართველოს ისტორიაში.დაახასიათა
როგორც ძლიერი და გონიერი მმართველი,დიდი სამხედრო სტრატეგი,ქვეყნის
გამაერთიანებელი,განათლების მხარდამჭერი.ის ებრძოდა კორუფციას და იცავდა დაბალი
ფენის ინტერესებს.
ილიას პრეზენტაცია შეფასდა დადებითად, კლასელებისთვის მიიღო სამართლიანი შეფასებები და რჩევები.


Комментариев нет:
Отправить комментарий