ისტორიის მოყვარულთა ბლოგი
четверг, 19 марта 2026 г.
"იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი "
19 მარტი, მორიგი პრეზენტაციის დღე .
ლუკა ჭიჭინაძე, გაბრიელ გოგია და კონსტანტინე აგუმავა გახლდათ დღევანდელი პრეზენტაციის თანაავტორები. საპრეზენტაციო თემა: "მეფე დემეტრე II თავდადებული".მეფე, რომელიც გამოირჩეოდა გონიერებით და მშვიდობისმოყვარეობით.
![]() |
| 8კლასი |
ცდილობდა ქვეყანა გადაერჩინა რთულ პირობებში.ყველაზე მნიშვნელოვანი- მან საკუთარი თავი გასწირა ხალხის გადასარჩენად.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ახალი თაობა უნდა იცნობდეს ასეთ თავდადებულ და სახელოვან მეფეებს.1289 წლის მარტში ის მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
დემეტრე II თავადადებული იყო მეფე ,რომელმაც არ აირჩია საკუთარი გადარჩენა .არჩია ხალხის დაცვა და ამით ისტორიაში დარჩა, როგორც გმირი და წმინდანი.
"იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი "
16 მარტი, მორიგი პრეზენტაციის დღე.
ორი საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ თამარ მეფის მემკვიდრეებზე.ლაშა-გიორგიზე და რუსუდან მეფეზე.
ლაშა-გიორგი, მამაცი და მებრძოლი მეფე. განათლებული ,რომელიც აგრძელებდა დედის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ქვეყანაში განათლებისა და კულტურის განვითარებას.თუმცა ნაკლებად წარმატებული მმართველი.სანდრო გოგიამ საინტერესოდ გადმოსცა მთავარი სათქმელი.
სანდრო ჯიქიამ ისაუბრა მეფე რუსუდანზე.მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. დაასაბუთა არგუმენტებით თუ რატომ იყო სუსტი მეფე.რუსუდანი იძულებული გახდა მტერს, მონღოლებს დამორჩილებოდა.მან სცადა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებისგან დახმარების მიღებას, თუმცა უშედეგო იყო მისი მცდელობა.
четверг, 26 февраля 2026 г.
"იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი !"
დადგა საინტერესო პრეზენტაციის დღე.
💫 ბაგრატიონთა საგვარეულოს საუკეთესო წარმომადგენელი,საქართველოს პირველი ქალი მმართველი,რომელმაც ქვეყანას უდიდესი ძლიერება და აყვავება მოუტანა.
💥 მეფე, რომელიც გამოირჩეოდა სიბრძნით,სამართლიანობითა და გონივრული პოლიტიკური ხედვით.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა თამარ მეფე გაათანამედროვეს.მადლობა გადაუხადეს იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც დაგვიტოვა მეფემ ერთიანობის,სიძლიერისა და ღირსების მაგალითისთვის.💛
ვიხილეთ საინტერესო ნამუშევრები, პრეზენტაციები.💥
![]() |
მე-8 კლასი |
четверг, 19 февраля 2026 г.
"იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი "
19 თებერვალს ჩატარდა მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში.ამჯერად საპროექტო თემის პრეზენტაცია წილად ხვდა კესო გოგიას.მან ისაუბრა ქართლის ერთ-ერთ ძლიერ და ჭკვიან პოლიტიკურ ფიგურაზე,ვახტანგ გორგასალზე.
მისი ნამუშევარი იყო ინტეგრირებული ხელოვნებასთან.საინტერესოდ დააკავშირა თითოეული ილუსტრაცია მთავარ საკითხთან.წარმოგვიდგინა მეფის პოლიტიკური მიზნები,საშინაო და საგარეო რეფორმები,რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის გაძლიერებას.
მნიშვნელოვანია თანატოლთა შეფასებები:
"კესომ პროექტი ბრწყივალედ წარადგინა,ილუსტრაცია არაჩვეულებრივი.მომეწონა მისი პრეატიულობა და მონდომება."
"პროექტი როგორც გარეგნულად და შინაარსობრივად უნიკალურად იყო შესრულებული.ვერ ვიპოვე ხარვეზი.ვისურვებდი ბევრი გვყავდეს კესოს მსგავსად შეუპოვარი და მიზანდასახულები."
"კესოს მუშაობა იმსახურებს ძალიან დიდ ყ ო ჩ ა ღ ს !
💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜
იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი
ამჯერად პროექტის აქტივობის წარდგენა წილად ხვდა ილია გუგუსიანს.მას დაევალა მირიან მეფის მოღვაწეობის დამუშავება. ისტორიული მასალის გაანალიზების შემდეგ კლასს წარუდგინა საკუთარი პრეზენტაცია.
![]() |
| ილია გუგუსიანი , მე-8 კლასის მოსწავლე |
გთავაზობთ თანატოლების შეფასებებს:
![]() |
| პრეზენტაციის წარდგენა |















