19 თებერვალს ჩატარდა მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში.ამჯერად საპროექტო თემის პრეზენტაცია წილად ხვდა კესო გოგიას.მან ისაუბრა ქართლის ერთ-ერთ ძლიერ და ჭკვიან პოლიტიკურ ფიგურაზე,ვახტანგ გორგასალზე.
მისი ნამუშევარი იყო ინტეგრირებული ხელოვნებასთან.საინტერესოდ დააკავშირა თითოეული ილუსტრაცია მთავარ საკითხთან.წარმოგვიდგინა მეფის პოლიტიკური მიზნები,საშინაო და საგარეო რეფორმები,რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის გაძლიერებას.
მნიშვნელოვანია თანატოლთა შეფასებები:
"კესომ პროექტი ბრწყივალედ წარადგინა,ილუსტრაცია არაჩვეულებრივი.მომეწონა მისი პრეატიულობა და მონდომება."
"პროექტი როგორც გარეგნულად და შინაარსობრივად უნიკალურად იყო შესრულებული.ვერ ვიპოვე ხარვეზი.ვისურვებდი ბევრი გვყავდეს კესოს მსგავსად შეუპოვარი და მიზანდასახულები."
"კესოს მუშაობა იმსახურებს ძალიან დიდ ყ ო ჩ ა ღ ს !
💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜


Комментариев нет:
Отправить комментарий