16 მარტი, მორიგი პრეზენტაციის დღე.
ორი საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ თამარ მეფის მემკვიდრეებზე.ლაშა-გიორგიზე და რუსუდან მეფეზე.
ლაშა-გიორგი, მამაცი და მებრძოლი მეფე. განათლებული ,რომელიც აგრძელებდა დედის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ქვეყანაში განათლებისა და კულტურის განვითარებას.თუმცა ნაკლებად წარმატებული მმართველი.სანდრო გოგიამ საინტერესოდ გადმოსცა მთავარი სათქმელი.
სანდრო ჯიქიამ ისაუბრა მეფე რუსუდანზე.მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. დაასაბუთა არგუმენტებით თუ რატომ იყო სუსტი მეფე.რუსუდანი იძულებული გახდა მტერს, მონღოლებს დამორჩილებოდა.მან სცადა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებისგან დახმარების მიღებას, თუმცა უშედეგო იყო მისი მცდელობა.




Комментариев нет:
Отправить комментарий