суббота, 24 января 2026 г.

იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი

       "იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი"

  22იანვარს შედგა პირველი აქტივობა,  პროექტი „იკითხე წიგნი და გახდი წიგნიერი“-ის ფარგლებში.ქართლის პირველ მეფე ფარნავაზზე  წიგნის  დამუშავება და მისი წარდგენა კლასის წინაშე წილად ხვდა ანდრია ჟვანიას.ის შეეცადა წაკითხული მასალა ვრცლად და საინტერესოდ ჩამოეყალიბებინა.

 მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასების როლი სწავლა სწავლების პროცესში.ამიტომაც ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასებაზე და ასევე თვითშეფასების აუცილებლობაზე.

საინტერესოა როგორ აფასებენ თანატოლები ანდრიას  პრეზენტაციას.უცვლელად გთავაზობთ მათ კომენტარებს: „მე ,ანდრიას დავალებიდან მივიღე დიდი ინფორმაცია მეფე ფარნავაზზე,ვისურვებდი უფრო მეტის გაგებას.ჰქონდა პატარა ხარვეზები,ასე მგონია მეტი უნდა პირველხარისხოვან ინფორმაციაზე.პირველი გამოსვლისთვის დიდი გამოცდილებაა.“

„ანდრიამ მთავარ სათქმელზე გაამახვილა ყურადღება.მოინდომა და გააკეთა ისე,როგორც შეეძლო.ნახატები კარგად ჰქონდა შერჩეული.მას ეკუთვნის ჯანმრთელი ცხრიანი“.

„ანდრიას პრეზენტაცია საინტერესო იყო,მაგრამ მეფე ფარნავაზზე ვისურვებდი მეტი ინფორმაცია ამოეკრიფა და ჩვენამდე მოეტანა.მცირე ხარვეზების მიუხედავად შევაფასებდი დადებითად“.

„ანდრიას პრეზენტაციის წარდგენისას ეტყობოდა,რომ ბევრი იმუშავა,თუმცა ნაწერში ეს არ ჩანდა.საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო“.

„მე ვფიქრობ, რომ ანდრიას დღევანდელ პრეზენტაციას აკლდა მისი ნაყოფიერად გადმოცემა,თუმცა ვიტყვი რომ მას ჰქონდა დამუშავებული თემა.მთავარია, რომ ის პასუხისმგებლობით მოეკიდა საერთო საქმეს და ჩვენც მოგვცა მოტივაცია და გამოცდილება მოვინდომოთ.“

„ჩვენ დღეს ანდრიას ვუსმენდით გაფაციცებით ,მომეწონა მისი მონდომება და შემართება.ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე.ასეთნაირად გადმოცემული ინფორმაცია მეტად დასამახსოვრებელია.“

ანდრია ჟვანია,მე-8 კლასის მოსწავლე


Комментариев нет:

Отправить комментарий

ვიდეო მასალა